სასიამოვნო სიურპრიზი თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულებისთვის

სასიამოვნო სიურპრიზი თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულებისთვის

თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულებს გამომცემლობა "პალიტრა L"-სგან სასიამოვნო სიურპრიზი ელის. ახალგაზრდა ავტორის ნათია ჯაგოდნიშვილის ბესტსელერი „დამწვარი ხიდები“ ახალი ლიმიტირებული ტირაჟით გამოვიდა და მისი შეძენა ექსკლუზიურად ონლაინ პლატფორმაზე - palitra.ge-ზეა შესაძლებელი.

წიგნის ახალ ვერსიაში წარმოდგენილია არა მხოლოდ განახლებული დიზაინი, არამედ მრავალი სიურპრიზი. წიგნს აქვს მაგარი ყდა და შეიცავს ბონუსეპიზოდს, რომელიც ავლენს ისტორიას ერთ-ერთი პერსონაჟის მკვლელობის მიღმა და გვაჩვენებს ახალ პერსპექტივას მთავარ მოვლენებზე. ამრიგად, ისინიც კი, ვინც უკვე წაიკითხა „გადამწვარი ხიდები“, ახალ გამოცემაში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენს.

წიგნთან ერთად შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ნივთების შეძენა: ნაჭრის დაპრინტული ჩანთა, ჭიქა, რომელზეც გაცხელებისას ილუსტრაცია გამოჩნდება და საჩუქრად კალამი, ასევე წიგნის თემატიკით.

საკოლექციო ნივთების შეძენა შესაძლებელია როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკეც.

„გადამწვარი ხიდები“ გამოსვლისთანავე ბესტსელერი გახდა და ბევრი მკითხველის სიყვარული მოიპოვა. წიგნის პოპულარობა გახდა მიზეზი, რომ გამომცემლობას საინტერესო ფორმატის მქონე პროექტი შეეთავაზებინა მკითხველისთვის. ამისთვის, „ტიკ ტოკის“ პლატფორმაზე წარმოდგენილი იყო გამოკითხვა, რომელშიც თავად ავტორი იყო ჩართული. მკითხველი გზავნიდა შეკითხვებს, რომლებიც ამ წიგნთან დაკავშირებით აინტერესებდათ. ამაზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა ბონუსეპიზოდის იდეა.

წიგნის ავტორი, ნათია ჯაგოდნიშვილი „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მას გამოცემული აქვს წიგნები: „ცდუნება“, „შეცდომა“ და „გადამწვარი ხიდები“.

წიგნის შესახებ

"გადამწვარი ხიდები"" ახალგაზრდა კაცის უცნაურ ბედისწერაზე გვიყვება. ეს ამბავი დიდ და ამაღელვებელ სიყვარულზეა... 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გეგა ცეცხლაძის თავისუფლება ასეთია: თავისუფალია საყვარელი საქმისგან, საყვარელი ქალისგან, უფლებებისგან, იმედებისგან, ოცნებებისგან... ტვირთად აკიდებული წარსულით შუა გზაზე ბედის ანაბარად მიტოვებულს საკუთარი სიცოცხლის გამართლების ერთი მიზეზიც კი აღარ დარჩენია... და როცა წასასვლელიც არსაით აქვს, საქმეში კვლავ ბედისწერა ერევა! ბედისწერამ კი დანდობა არ იცისო და... გეგა ანას შეახვედრა! ახლა შეუძლებელი შესაძლებელი უნდა გახდეს; ახლა სიმართლე უნდა ითქვას და, როცა უკვე უკან დასახევი გზაც აღარ არის, უნდა ადგე და... ყველა ხიდი გადაწვა!".

R