თანამედროვე კონდიცირების სისტემები მორგებულია სხვადასხვა გარემო პირობებზე და აღჭურვილია მრავალფეროვანი ფუნქციონალებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი საცხოვრებელი ადგილისა და მოთხოვნების შესაბამისად შევარჩიოთ ის.
კონდიციონერის შეძენამდე უნდა განვსაზღვროთ, რა ფართობის გათბობა ან გაგრილება გვსურს; როგორია ჩვენი რეგიონის კლიმატური პირობები; რამდენად მზიანია ჩვენი სივრცე და სტაბილურად რამდენი ადამიანი იმყოფება აღნიშნულ გარემოში. თუ მოწყობილობას კომერციული ობიექტისთვის ვარჩევთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა დამატებითი ტექნიკით ვსარგებლობთ ადგილზე, გამოუმუშავებს თუ არა ის თბილ ჰაერს და რამდენად ხშირად იღება შემოსასვლელი კარი.
აღნიშნული ინფორმაცია დაგვეხმარება, სწორი მახასიათებლების კონდიციონერი შევარჩიოთ და ჩვენმა ინვესტიციამ გაამართლოს.

გთავაზობთ 5 საკითხს, რასაც გათბობა/გაგრილების სისტემის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ:
1. სივრცის ფართობი BTU ერთეულით უნდა გამოვთვალოთ
კონდიციონერის კვადრატულობა BTU ერთეულით განისაზღვრება. მოწყობილობა, რომლის მაჩვენებელი 100 BTU გახლავთ, გაათბობს და გააგრილებს დაახლოებით 3 კვ/მ-მდე ფართს. მაგალითისთვის ავიღოთ 12 000/3=4 000, რაც გულისხმობს რომ აღნიშნული კონდიციონერი გათვლილია 40 კვ/მ ფართისთვის.

2. არსებობს ON/OFF და Iverter ძრავიანი კონდიციონერები, რომელიც გარემო პირობების მიხედვით უნდა შევარჩიოთ
როგორც აღვნიშნეთ, კონდიციონერის შერჩევისას რეკომენდებულია, გავითვალისწინოთ კლიმატური პირობები, ასევე, რა ინტენსივობით ვიყენებთ მოწყობილობას.
INVERTER-ძრავიანი კონდიციონერები ენერგიის დაზოგვის მიზნით ოთახში ტემპერატურის ცვლილებისთანავე ამცირებს ძრავის სიჩქარეს. ამავდროულად, ინარჩუნებს წინასწარ მითითებულ ტემპერატურულ რეჟიმს.
როდესაც ON/OFF კონდიციონერი მითითებული ტემპერატურის მაქსიმუმს აღწევს, ითიშება და გარკვეული დროის შემდეგ ისევ ირთვება. ნებისმიერი დანადგარი ჩართვა/გამორთვის დროს ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. მთავარი განსხვავება აღნიშნულ ტიპის კონდიციონერებს შორის სწორედ ეს არის.
რაც შეეხება ტემპერატურულ დიაპაზონს CHIGO-ს კონდიციონერებში, ON/OFF კონდიციონერები მუშაობს -7 +43 გრადუსამდე და დაუბრკოლებლად უზრუნველყოფს გათბობა/გაგრილებას. INVERTER-ძრავიანი კონდიციონერების ტემპერატურული დიაპაზონი -15 +43-ია, შესაბამისად, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც უფრო მკაცრი კლიმატური პირობებია, მოწყობილობა უფრო მაღალი სიმძლავრით მუშაობს და დიდ დატვირთვას უძლებს.
ისეთი მაღალტექნოლოგიური ბრენდები, როგორიც CHIGO-ა, ორივე სახის კონდიცირების სისტემებს მაღალი ხარისხის კომპონენტებით აწარმოებენ. ითვალისწინებენ ეკოლოგიურობის, ენერგოეფექტურობისა და ჯანმრთელობის საკითხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაერი, რომელიც შენობებში ცირკულირებს, აბსოლუტურად აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს.

3. კონდიციონერის ფილტრი ოთახში ბაქტერიებს არ უნდა ავრცელებდეს
CHIGO-ს თანამედროვე კონდიციონერებში გამოყენებულია ჩაის ხის ფოთლებისგან დამზადებული ინოვაციური კატეხინის მრავალჯერადი ფილტრი, რომელიც მაქსიმალურად ასუფთავებს ჰაერს მტვრის ნაწილაკებისგან. შესაბამისად, დღეს სივრცის გათბობა/გაგრილებისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები უკვე გადაჭრილია.
ასევე, „ჩიგოს“ კონდიციონერის შიდა აგრეგატის რადიატორი დაფარულია მოოქროვილი ფირფიტებით, რომელიც ჰაერის ცირკულაციისას კლავს ვირუსულ მიკრონაწილაკებს. მნიშვნელოვანია, მოწყობილობის შერჩევისას აღნიშნულ დეტალს ყურადღება მივაქციოთ.

4. ნებისმიერ გარემო პირობებში კონდიციონერს უნდა ჰქონდეს სწრაფი გაგრილების ფუნქცია
CHIGO-კონდიციონერები გამოირჩევა ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციებით, როგორიცაა FAST COOLING, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ტემპერატურას 30 წამში აღწევს.
გარდა ამის, მნიშვნელოვანია, კონდიციონერი მუშაობდეს ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტების შესაბამის ფრეონზე, რათა გაჟონვის შემთხვევაში, არ დააზიანოს გარემო და შესაბამისად, ჩვენი ჯანმრთელობა. „ჩიგო-ს“ კონდიციონერებში მხოლოდ აღნიშნული სტანდარტის ფრეონი გამოიყენება და გარემოს დაბინძურების რისკი არ არსებობს.
5. კონდიციონერს უნდა მოჰყვებოდეს კომპლექტაცია
თუ კონდიციონერს კომპლექტაცია არ მოჰყვება, შემდეგ მისი შეძენა და მონტაჟი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მაგალითად, „ჩიგოს“ ბრენდის კონდიციონერებს, სპლიტ სისტემების შემთხვევაში, კომპლექტაციაში მოყვება 3 მეტრი სპილენძის მილი გარე და შიდა აგრეგატის მაკავშირებელი და შიდა აგრეგატის კრონშტეინი. იმავე პრინციპით, სრული კომპლექტაცია მოჰყვება „ჩიგოს“ სხვა მოდელებსაც, რაც მომხმარებლებს ხარჯებს უზოგავს და სწრაფად მონტაჟში ეხმარება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ „ჩიგოს“ ქართულ წარმომადგენლობას. დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
R