ავტორი:

"Black Sea Arena ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს და მაინც აფინანსებს, რადგან იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით" - ნადირაძე

"Black Sea Arena ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს და მაინც აფინანსებს, რადგან იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით" - ნადირაძე

ფაქტია, Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა მას ჯიუტად აფინანსებს ათობით მილიონი ლარით, მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი მილიონობით ლარს ჩუქნიან ამ ადამიანებს, სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს და უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემაა.

„ფაქტია, რომ გადმოცემის დღიდან, Black Sea Arena სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზარალს აყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა მას ჯიუტად აფინანსებს ათობით მილიონი ლარით, მხოლოდ იმიტომ რომ იქ, ბერა ივანიშვილის ძმაკაცები შევინახოთ 10 000 ლარიანი ხელფასებით.

ეს არის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა, ეს არის ის მილიონები, რომელიც აკლდება ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას, რომელსაც ისედაც გაძვირებული აქვს ცხოვრება.

მათთვის, ყოველი თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმიტომ, რომ ასე უნდა ბერას და ასე უნდა "ქართულ ოცნებას", ისინი მილიონობით ლარს ჩუქნიან ამ ადამიანებს ქვეყანაში, სადაც უამრავი ბავშვი შიმშილობს და უამრავი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემაა“, - აღნიშნა ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.