ავტორი:

"ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბი“ - რას წერს იუსტიციის მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობაზე?

"ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბი“ - რას წერს იუსტიციის მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობაზე?

"კოლექტიური ნაცმოძრაობის“ უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

ბრეგაძე ოპოზიციურ სპექტრს "კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და "ვადაგასული, გზააბნეული ტერორისტების კლუბს“ უწოდებს.

"კოლექტიური "ნაცმოძრაობის" უმისამართოდ მიმოფანტული ანასხლეტების გაერთიანება ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ერთხელ აფეთქებული ხელყუმბარის ნაფლეთებისგან ახლის შექმნის მცდელობა. ვადაგასული გზააბნეული ტერორისტების კლუბი“, - წერს რატი ბრეგაძე Facebook-ზე.