ავტორი:

მკვლელობა სამტრედიაში - არსებული ინფორმაციით, მეზობელთან ქურდობის მიზნით შესული მამაკაცი სახლის პატრონმა იცნო, რასაც მკვლელობა მოჰყვა

მკვლელობა სამტრედიაში - არსებული ინფორმაციით, მეზობელთან ქურდობის მიზნით შესული მამაკაცი სახლის პატრონმა იცნო, რასაც მკვლელობა მოჰყვა

მკვლელობა მოხდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა.

  • სავარაუდოდ, მამაკაცი მეზობლის სახლში ქურდობის მიზნით იყო შესული, სახლის პატრონმა ქალმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა მას თავში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.