ავტორი:

ლაშა ბექაური, თემურ მიქელაძე, ნოე სულაბერიძე, შალვა ამონაშვილი და სხვები - ვინ შეარჩიეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები? (ფოტოები)

ლაშა ბექაური, თემურ მიქელაძე, ნოე სულაბერიძე, შალვა ამონაშვილი და სხვები - ვინ შეარჩიეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები? (ფოტოები)

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება.

  • მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია.

შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემა.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანან კომისიის წევრები, რომლებმაც მასწავლებლის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიღეს. მათ შორის არიან: ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, ფილოლოგი გია მურღულია, მსახიობები ნანა შონია და თემიკო ჭიჭინაძე, პედიატრი თემურ მიქელაძე და სხვები.