რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს. როგორც "ტელეგრამზე" რუსული არხები წერენ, ამ დროისთვის "ყველა, ოთხივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია".
როგორც "რიბარი" წერს, მათი ლიკვიდირება რუსეთის ეროვნული გვარდიის (როსგვარდია) მიერ დაწყებული შტურმის დროს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ყველა მძევალი გადაარჩინეს. მძევლებს და სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ არის.
“ტელეგრამ“ არხების ცნობით, პატიმრები კოლონიის ტერიტორიაზე ვერტმფრენის დაშვებას და ვერტმფრენის ბორტზე 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდნენ.
ციხის ბუნტს ადმინისტრაციის, სულ მცირე, 3 თანამშრომელი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. თავდამსხმელებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი რამდენიმე ბადრაგი.