ავტორი:

"მას ერთადერთი რამ არ ჰქონდა -  საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ: სურვილი... მან უნგრეთის ნაკრები აირჩია" - რას ამბობს იაშვილი ანტალ იაკობაშვილზე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს

"მას ერთადერთი რამ არ ჰქონდა -  საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ: სურვილი... მან უნგრეთის ნაკრები აირჩია" - რას ამბობს იაშვილი ანტალ იაკობაშვილზე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაში შესთავაზეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ანტალ იაკობიშვილის საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრა. ანტალ იაკობაშვილი უნგრეთში დაბადებული და გაზრდილი მოთამაშე, უნგრეთის მოქალაქეა. ის ამჟამად ესპანურ ჟირონაში თამაშობს. როგორც ცნობილია, იაკობაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელი უნგრეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იქნება. ცნობისთვის ის პოზიციით მცველია.

  • აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთამ ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა:

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატებული თამაშია.

გვსურს, რომ წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ანტალ იაკობაშვილთან პირველი კონტაქტი დიდი ხნის წინ გვქონდა. მოთამაშეს ესაუბრა მთავარი მწვრთნელიც და გვსურდა, რომ ის მარტის პლეი-ოფში ჩვენთან ერთად ყოფილიყო, რაზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა. ბოლო საუბარი რამდენიმე დღის წინ შედგა. სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში და წარმატებას ვუსურვებთ.

ანტალ იაკობიშვილს ერთადერთი რამ არ ჰქონდა - საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ: სურვილი. ეს არის ნაკრები, არ არის კლუბი. აქ ფეხბურთელები თავიანთი სურვილით უნდა თამაშობდნენ და იცოდნენ, რომ ქვეყანას წარმოადგენენ. აირჩია უნგრეთის ნაკრები და ვუსურვებ წარმატებას მის არჩევანში”, - აღნიშნა იაშვილმა.