ავტორი:

დედამიწა არნახული პლასტიკური კატასტროფის წინაშე დგას - მხოლოდ წელს, 220 მილიონი ტონა ნარჩენი იქნება წარმოქმნილი: რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები

დედამიწა არნახული პლასტიკური კატასტროფის წინაშე დგას - მხოლოდ წელს, 220 მილიონი ტონა ნარჩენი იქნება წარმოქმნილი: რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები

ექსპერტები განგაშის ზარს სცემენ. ახალი მოხსენების თანახმად, მსოფლიო ამ წელს 220 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენებს გამოიმუშავებს, რაც 2 ცალი გიგანტური 650 Empire State Buildings-ის ექვივალენტური წონაა.

მოხსენების მიხედვით, წარმოქმნილი პლასტიკური ნარჩენები აღემატება კაცობრიობის შესაძლებლობებს, გადაამუშავოს ის. ეს ნიშნავს, რომ პლასტმასის ნარჩენების მართვა მომავალ წელს შესაძლოა შეუძლებელი გახდეს - დედამიწა კი ერთ დიდ ნაგავსაყრელად გადაიქცევა.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 220 მილიონი ტონიდან, 70 მილიონი ტონა ბუნებაში მოხვდება. მათ ასევე შეაფასეს, რომ პლანეტაზე თითოეული ადამიანი საშუალოდ 28 კგ პლასტმასის ნარჩენს გამოიმუშავებს.

ცალკე არის შესასწავლი ოკეანეების დაბინძურების მასშტაბები - როგორც მკვლევრები თვლიან, ამჟამად ოკეანეებში ყოველწლიურად რვა მილიონი ტონა პლასტმასი ხვდება.

მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის პლასტმასის რაოდენობა ოკეანეებში თევზს გადაწონის.

წყარო