ავტორი:

ტრაგედია ზუგდიდში - კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ტრაგედია ზუგდიდში - კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.