ავტორი:

თუშეთის გზაზე სატვირთო რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

თუშეთის გზაზე სატვირთო რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, ომალო შენაქოს დამაკავშირებელ გზაზე მიმავალი სატვირთო ავტომობილი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს და გადავარდნილი მანქანა გამვლელებმა ნახეს. მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა კომპანია „სილქნეტის“ კუთვნილია და საწვავი გადაჰქონდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.