ავტორი:

"სტადიონზე ყველასთვის არ იყო ადგილი... პრეზიდენტი ხალხთან არის" - ზურაბიშვილი ნაკრებს რესპუბლიკის მოედნიდან გულშემატკივრობს

"სტადიონზე ყველასთვის არ იყო ადგილი... პრეზიდენტი ხალხთან არის" - ზურაბიშვილი ნაკრებს რესპუბლიკის მოედნიდან გულშემატკივრობს

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდება და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან იწყება შანსი, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები ვიხილოთ. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყო. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი. სწორედ იქიდან გულშემატკივრობდა ეროვნულ ნაკრებს პრეიზდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ იმყოფება ის სტადიონზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა: "სტადიონზე ყველასთვის არ იყო ადგილი... პრეზიდენტი ხალხთან არის".

წაიკითხეთ: უშანსოდ დატოვებული ჩეხები და "კვარას" გოლი - პირველ ტაიმში საქართველო ჩეხეთს ამარცხებს