ავტორი:

საქართველო-ალბანეთის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა

საქართველო-ალბანეთის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ  0:0 დასრულდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს უპირისპირდება. მატჩი ტირანაში იმართება.

  • საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

მატჩის პირველი 20 წუთის განმავლობაში ბურთს ალბანეთის ნაკრები აკონტროლებდა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და შეტევა ჩვენების მხრიდან მიდიოდა. პირველ ტაიმში შეიძლება ითქვას, რომ რეალური საგოლე მომენტი არ ყოფილა. საბოლოოს პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.