ავტორი:

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე - არიან დაშავებულები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჩაქვის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.