ავტორი:

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც თურქეთში მოკლული იპოვეს და რა ვერსიები ვრცელდება  - "ამბობენ, რომ იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა"

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც თურქეთში მოკლული იპოვეს და რა ვერსიები ვრცელდება  - "ამბობენ, რომ იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა"

თურქეთში გარდაცვლილი ქალი, წარმოშობით ქუთაისელია. ოჯახი, ნიკეას ქუჩაზე ცხოვრობს. მაია ალფაიძე თურქული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში მოკლული იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით, დეტალებზე საუბარი არ სურს გარდაცვლილი ქალის ოჯახს.

ოჯახის თქმით, ცხედარს საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ.

  • ოჯახისგან განსხვავებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ, გარდაცვლილი ქალის მეზობლები. ერთი ვერსიით, ქალი სამკურნალოდ იმყოფებოდა, ფეხი დაუცდა და დაეცა, მეორე ვერსიით, კი უცნობმა პირმა, ჩანთის წართმევა სცადა, მან წინააღმდეგობა გაუწია და დაპირისპირების დროს გარდაიცვალა.

რაც შეეხება, ოფიციალურ ინფორმაციას, თურქული გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.