ავტორი:

რუსებმა სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპს დაარტყეს - "სამიზნე საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები იყო"

რუსებმა სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპს დაარტყეს - "სამიზნე საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები იყო"

რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპში ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსებმა გამოიყენეს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა სამიზნეც საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები იყო. პირველადი მონაცემებით, მტრის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა“, - აცხადებენ მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურების ბრიგადები.