ავტორი:

ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზე საკონკურსოდ შეირჩა - რის შესახებაა "ანტიკვარიატი", რა სკანდალი მოჰყვა ვენეციის კინოფესტივალზე და რატომ იჩივლა რუსულმა საპროდიუსერო კომპანიამ

ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზე საკონკურსოდ შეირჩა - რის შესახებაა "ანტიკვარიატი", რა სკანდალი მოჰყვა ვენეციის კინოფესტივალზე და რატომ იჩივლა რუსულმა საპროდიუსერო კომპანიამ

2025 წელს ოსკარის რიგით 97-ე ცერემონიაზე საქართველოდან საკონკურსო ფილმი რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის "ანტიკვარიატი" იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი აქვეყნებს.

  • მათივე, ფილმი. კინოცენტრის ორგანიზებით დადგენილი სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეირჩა.

"ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ "აპრილს” მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა.

სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან "ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), ედმონდ მინაშვილი (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი)", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს, რადგან მოლოდინი ჰქონდათ, რომ ოსკარზე საკონკურსოდ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი გაიგზავნებოდა, მით უფრო იმ ფონზე, რომ კინოსურათმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდ წარმატებას მიაღწია და ჟიურის სპეციალური პრიზიც მიიღო.

  • რა ვიცით რუსუდან გლურჯიძის "ანტიკვარიატის" შესახებ?

IMDB-ის ბიხედვით, ფილმი მოგვითხრობს ქართველი კონტრაბანდისტის, ლადოს ამბავს, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში ანტიკვარები გადააქვს. ანტიკვარების სახელოსნოში კი ემიგრანტ მედეას ხვდება. მათი ცხოვრება კონტრაბანდის, გადარჩენისთვის ბრძოლისა და ერთმანეთთან კავშირის ფონზე იკვეთება.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ფილმი აღწერს 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეთნიკური ნიშნით ქართველთა მასობრივ უკანონო დეპორტაციას; ფილმი ასევე მოგვითხრობს ქართველი მიგრანტების იმედებსა და მისწრაფებებზე უცნობ სამყაროში.

კინოსურათში მთავარ როლებს სალომე დემურია, ვლადიმერ დაუშვილი და სერგეი დრეიდენი ასრულებენ.

მომჩივანი რუსული საპროდუსერო კომპანია მცირე კოპროდუსერის სტატუსით 2019 წელს პროექტში იმიტომ ჩართო ქართველმა პროდუსერმა, რომ რუსეთში შესაძლებელი ყოფილიყო გადაღების წარმოება, რაც ფილმის სიუჟეტისთვის წარმოაგენდა აუცილებლობას. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, რუსულმა მხარემ მოითხოვა ფილმიდან 16 სცენის ამოჭრა, რაზეც რეჟისორისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ იწყება მთელი ეპოპეა ფილმის წინააღმდეგ, პერსონალური ირიბი თუ პირდაპირი მუქარები, ცრუ ინფორმაციის გავრცელება საერთაშოროსი კინოსივრცეებში, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ა.შ.

  • კინოსურათი ვენეციის კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი და მას სკანდალიც მოჰყვა. რუსულმა საპროდიუსერო კომპანიამ იჩივლა, რის გამოც მისი ჩვენება თავდაპირველად შეფერხდა.

"მომჩივანი რუსული საპროდუსერო კომპანია მცირე კოპროდუსერის სტატუსით 2019 წელს პროექტში იმიტომ ჩართო ქართველმა პროდუსერმა, რომ რუსეთში შესაძლებელი ყოფილიყო გადაღების წარმოება, რაც ფილმის სიუჟეტისთვის წარმოაგენდა აუცილებლობას. ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, რუსულმა მხარემ მოითხოვა ფილმიდან 16 სცენის ამოჭრა, რაზეც რეჟისორისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ იწყება მთელი ეპოპეა ფილმის წინააღმდეგ, პერსონალური ირიბი თუ პირდაპირი მუქარები, ცრუ ინფორმაციის გავრცელება საერთაშოროსი კინოსივრცეებში, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ა.შ", - წერს სოციალურ ქსელში კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია.

  • საბოლოოდ, ვენეციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფილმის ჩვენება გაიმართა.

გამოცემა Variety ამ საკითხს სტატიას უძღვნის, გამოცემასთან რუსუდან გლურჯიძემ კომენტარი გააკეთა ვენეციის კინოფესტივალზე ფილმის თავდაპირველ დაბლოკვასთან დაკავშირებით.

  • "მე კინორეჟისორი ვარ და არა იურისტი. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შუა ევროპაში ვარ და ცენზურა შემაშფოთებელია", - აღნიშნა რეჟისორმა.
რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე

საბოლოოდ, ვენეციის კინოფესტივალზე ფილმის პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართა.

"6 სექტემბერს ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის - "ანტიკვარიატის” - პრემიერა გაიმართა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ფილმის შემოქმედებითი გუნდისა და არაერთი მხარდამჭერის ძალისხმევის შედეგად ვენეციის ფესტივალმა შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება ფილმის ჩვენებების (28 და 30 აგვისტო) გაუქმებასთან დაკავშირებით და ფილმის პრემიერა საბოლოოდ 6 სექტემბერს გაიმართა. მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, პრემიერა სავსე დარბაზში წარიმართა. დამსწრე საზოგადოება ფილმს მხურვალე ტაშითა და დიდი ემოციით შეხვდა", - ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.