რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მეცნიერებს ანტიასაკობრივი წამლის შექმნის ბრძანება მისცა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ივნისის დირექტივა "175 ათასი სიცოცხლის გადარჩენისკენ" არის მიმართული, რომელიც თავის მიზანს 2030 წლისთვის მიაღწევს.
სფეროები მოიცავს უჯრედულ დაბერებასთან ბრძოლას, პიონერულ ტექნოლოგიებს კოგნიტური დაქვეითებისა და სენსორული დაქვეითების თავიდან ასაცილებლად და იმუნური სისტემის მოდულაციისა და კორექტირების მეთოდების შემუშავებას. ინიციატივა ასევე ხაზს უსვამს უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებას ბიოპრინტინგის გამოყენებით.
მეცნიერებმა შეშფოთება გამოთქვეს კვლევის ფინანსური მიზანშეწონილობის შესახებაც. კრემლთან დაახლოებულმა წყარომ ეჭვქვეშ დააყენა ეროვნული პროექტის სიცოცხლისუნარიანობა. "ნაციონალურ პროექტში განხილული ყველა თანამედროვე კვლევა საკმაოდ ძვირია - ახალი წამლების შემუშავება მილიარდები ჯდება. ვერც ერთი ეროვნული პროექტი ვერ გაუმკლავდება ამას, განსაკუთრებით ახლა“ - განაცხადა მიხაილ კოვალჩუკმა, პუტინის თანამოაზრემ და კურჩატოვსკის ინსტიტუტის დირექტორმა, რუსეთის ბირთვული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა.
"ის შეპყრობილია მარადიული სიცოცხლისა და ახალგაზრდობის იდეით" - განაცხცადა კრემლთან დაახლოებულმა წყარომ.
ინიციატივის საჭიროება რუსეთის სტატისტიკის სამსახურის უკანასკნელი კვლევის გამო დადგა, რომლის მიხედვითც, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში 73 წლამდე შემცირდა. 2030 წლისთვის 175 000 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზანი წარმოადგენს დიდ გამოწვევას, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინოვაციებს და თანამშრომლობას რუსეთის საუკეთესო მკვლევარებსა და ინსტიტუტებს შორის. განვითარდება თუ არა ყველაფერი გეგმის მიხედვით, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.