სრულიად საქართველო შეძრა მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებამ. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მოძღვარი, რომლის გადასარჩენად გასულ წელს საზოგადოება გაერთიანდა და მაშინ მისი გადარჩენა მოხერხდა, ახლა გულის შეტევით გარდაიცვალა.
თეიმურაზ ქორიძე ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა სოფელ ჩაილურის ტაძრის აღდგენაში, იგი ამ ეპარქიაში მსახურობს 2016 წლიდან და მას შემდეგ ძალიან შეაყვარა თავი საგარეჯოს მოსახლეობას, თავისი გულწრფელობით, უანგარო შრომით, მრევლისადმი დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატიოსნებით. სასულიერო პირი საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
ცოტა ხნის წინ ჯიბლაძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კამპანიის შედეგზე წერს:
"ათასობით ჩარიცხვის და უსაზღვრო სიკეთის, ერთიანობის და სიყვარულის შედეგად შეგროვდა თანხა, რომლითაც მამა თეიმურაზის ოჯახი იყიდის ბინას. ღმერთი, მამაოს უშუალო დახმარებით, სასწაულებრივი ძალების ჩართულობით და თქვენი მონდომებით მხოლოდ. მადლობა ყველა თეთრისთვის, როდესღაც იგრძნობთ სადღაც საჭირო დღეს, რომ ეს სიკეთე ისევ თქვენთან მოვიდა…" - წერს ჯიბლაძე.