AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. ის პოლიციამ ცოტა ხნის წინ აიყვანა.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში დივანთან იპოვეს. მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.
წყარო კი გვიყვება, რომ მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი აივანზე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
"ამის შემდეგ სახლი დატოვა. მეზობლები თავიდან სახლში შესვლას ვერ ბედავდნენ, თუმცა ერთ-ერთი მაინც შევიდა და კესარია აბრამიძე სისხლის გუბეში დაინახა. სავარაუდოდ, მკვლელმა საძილე არტერია გადაუჭრა" - გვიყვება წყარო.
წაიკითხეთ ასევე: