ავტორი:

ბერძნული მედიის ცნობით, 29 თვით პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც აეროპორტში პოლიციელს უკბინა

ბერძნული მედიის ცნობით, 29 თვით პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც აეროპორტში პოლიციელს უკბინა

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში, აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე და მას თესალონიკის სასამართლომ 29 თვით თავისუფლების აღვეკათ მიუსაჯა.

მედიის ცნობით, 30 წლის მამაკაცს ბრალად ედება პოლიციელისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. სასამართლოს დოკუმენტებით ირკვევა, რომ მან ერთ-ერთ პოლიციელს ფეხზე უკბინა.

ყველაფერი გასულ სამშაბათს მოხდა, როდესაც საქართველოს მოქალაქე საქართველოში გამოსამგზავრებლად ემზადებოდა. ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა პოლიციის კითხვებზე კი მას მძაფრი და აგრესიული რეაქცია ჰქონდა

როგორც ბრალდებულმა ჩვენებაში აღნიშნა, ის ვერ მიხვდა რა ხდებოდა. როდესაც პოლიციამ ცალკე ოთახში გაიყვანა და ფეხსაცმლისა და ტანსაცმელების გახდა მოსთხოვა, შემოწმების მიზნით, მამაკაცმა უთხრა რომ ამას ვერ გააკეთებდა, ინციდენტიც ამის შემდეგ დაიწყო.