ავტორი:

მსოფლიოს დასუფთავების დღე "კერხერთან" ერთად: "7 წელი სუფთა მომავლისთვის!"

მსოფლიოს დასუფთავების დღე "კერხერთან" ერთად: "7 წელი სუფთა მომავლისთვის!"

დასუფთავების მსოფლიო დღის, 15 სექტემბრის აღნიშვნა საქართველოში დიდი ხანია, ტრადიციად დამკვიდრდა. მისი მიზანია, მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მისი კლიმატის ცვლილების პროცესზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.

„კერხერ-საქართველო“ ამაყად აცხადებს, რომ უკვე 7 წელია, წარმატებით უძღვება გარემოს დასუფთავების ყოველწლიურ კამპანიას! მათი მისიაა, შექმნას უფრო სუფთა, ჯანსაღი და მწვანე გარემო ყველასთვის. კომპანიის ინიციატივა დედაქალაქის საზღვრებს გასცდა და მთელ ქვეყანას მოიცავს. დღეს, „კერხერის“ გუნდები აქტიურად მუშაობენ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახლახან შემოერთებულ თელავში. ეს ზრდა ადასტურებს მათი მისიის მნიშვნელობას და საზოგადოების მზარდ ჩართულობას.

ყოველ წელს, გუნდის წევრებისა და მოხალისეების რაოდენობაც იზრდება, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო მეტი გააკეთონ გარემოსთვის.

„კერხერ-საქართველო“ იმედოვნებს, რომ მომავალში შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა შემცირდება, რაც უფრო სუფთა და ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს. კომპანია მიიჩნევს, რომ თითოეული ადამიანის მცირე ძალისხმევასაც კი, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.

ნიკოლოზ ბათირაშვილი „კერხერ-საქართველოს“ მმართველი დირექტორი:

_ „კერხერ-საქართველოს“ გუნდი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. ეს მოიცავს ისტორიული ძეგლების, შადრევნებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გაწმენდას როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს 20-ზე მეტი აქტივობა საქართველოს მასშტაბით.

მათ შორისაა: თბილისში, „თავისუფლების მოედანზე“ წმინდა გიორგის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიისა და შადრევნის გაწმენდა ქუთაისში, ცნობილი კიბეების გასუფთავება, ბათუმში პოსეიდონის ძეგლის გარეცხვა, გასულ თვეს, თელავში მეფე ერეკლეს ძეგლის გაწმენდა.

ამ ინიციატივით, „კერხერ-საქართველო“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და საზოგადოებრივი სივრცეების გაუმჯობესებას. კომპანიის ძალისხმევა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ობიექტების მოვლა-პატრონობას. ასევე აძლიერებს საზოგადოების ცნობიერებას გარემოს დაცვისა და სისუფთავის მნიშვნელობის შესახებ.

R