ავტორი:

როდის იქნება მზეზე ძლიერი ამოფრქვევები და როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური შტორმების მავნე გავლენისგან? - ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი

როდის იქნება მზეზე ძლიერი ამოფრქვევები და როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური შტორმების მავნე გავლენისგან? - ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზი

ოქტომბერში რამდენიმე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. მზის ლაბორატორიის მუშაკები მუდმივად აკვირდებიან მზეს და აფრთხილებენ მოსახლეობას მოახლოებულ საშიშ მოვლენებზე. მაღალი აქტივობის პერიოდში, მზისგან გაოტყორცნილი ენერგია დედამიწაზე წარმოშობს მაგნიტური ქარიშხლებს, რაც მეტეოდამოკიდებული ადამიანებისთვის შეიძლება საშიში იყოს.

  • გაგაცნობთ ოქტომბრის მაგნიტური ქარიშხლების პროგნოზს:

მეცნიერების პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრის ყოველ კვირას მინიმუმ ერთი მაგნიტური ქარიშხალი იქნება.

პირველი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი თვის დასაწყისში - 3-დან 6 ოქტომბრამდეა მოსალოდნელი. მაგნიტური შტორმის სიმძლავრე თავდაპირველად 4 ბალს შეადგენს, შემდეგ კი 5 ბალამდე გაიზრდება.

მომდევნო მზის მაღალი აქტივობა 10-დან 12 ოქტომბრამდეა მოსალოდნელი. პირველ დღეს შტორმის სიმძლავრე 4 ბალი იქნება, 11 ოქტომბერს - 5 ბალამდე, ხოლო 12 ოქტომბერს - 6 ბალამდე აიწევს.

სუსტი ერთდღიანი მაგნიტური შტორმი 17 ოქტომბერს არის ნავარაუდევი.

შემდგომი ამოფრქვევა მზეზე 22-დან 26 ოქტომბრამდე იქნება. ეს შტორმი ხანგრძლივი იქნება, მაგრამ სუსტი, მაქსიმუმ 4 ბალი.

თვის ბოლო ენერგიის ამოფრქვევა 29 ოქტომბერს არის მოსალოდნელი, შტორმის სიმძლავრე 4 ბალს შეადგენს.

  • რა არ უნდა გააკეთოთ მაგნიტური შტორმების დროს:

მეტეოდამოკიდებულმა, ხანდაზმულმა ადამიანებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა შეიძლება შტორმების დღეებში თავი ცუდად იგრძნონ. ყველაზე ხშირი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, კუნთების და სახსრების ტკივილი, უძილობა, გაღიზიანება და წნევის მომატება.

  • მზის მაღალი აქტივობის პერიოდების გადასატანად საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. მაგნიტური შტორმების დღეებში არ შეიძლება:

ალკოჰოლისა და ენერგეტიკული სასმელების მიღება, ყავის გადაჭარბებით დალევა; ცხიმიანი, ცხარე და არაჯანსაღი საკვების ჭამა;ნერვიულობა და კონფლიქტებში ჩართვა; ძილის რეჟიმის დარღვევა; ფიზიკური აქტივობის უგულებელყოფა.

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდება და ეს ნეგატიურად იმოქმედებს შრომისუნარიანობაზე, ამ დროს, მიზანშეწონილია, ექიმთან ვიზიტი.