ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ სარჩელი, რომელშიც ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, უკან გამოიტანა

ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ სარჩელი, რომელშიც ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, უკან გამოიტანა

ორწლიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, ანჯელინა ჯოლიმ FBI-ში შეტანილი სარჩელი, რომელიც ბრედ პიტის მხრიდან მასზე ძალადობას შეეხებოდა, გამოიტანა.

Page Six-ის გამოცემის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ჯოლიმ საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა 25 სექტემბერს შეიტანა. შედეგად, ორივე მხარეს მოუწევს ინდივიდუალური იურიდიული საფასურის გადახდა.

FBI-მ პიტის სავარაუდო ძალადობის შესახებ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიუროში ანონიმური ზარი განხორციელდა. შემთხვევა 2016 წელს წყვილის კერძო თვითმფრინავში მოხდა, რა დროსაც, ჯოლის მტკიცებით, ქმარმა მასა და მის შვილებზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება 2016 წელსვე დაიხურა და სამართალდამცავებს პიტისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. საქმის დახურვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჯოლიმ პიტთან განქორწინება მოითხოვა.

ანჯელინა ჯოლიმ საქმის ხელახალი გამოძიება 2022 წელს "ჯეინ დოუს" ფსევდონიმით მოითხოვა. მოგვიანებით, მან ბიუროსგან ინციდენტის შესახებ გამოკვლეული დეტალების გადაცემაც მოითხოვა. წყაროს თქმით, ეს ჯოლისგან გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი იყო, რაც შვილებზე მეურვეობის მოპოვებაში უნდა დახმარებოდა. ჯოლისა და პიტის შვილების მეურვეობის საკითხი დღემდე არაა გადაწყვეტილი.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ჯოლი ამტკიცებს, რომ კერძო თვითმფრინავში პიტმა მათ ერთ-ერთ შვილს სახეში გაარტყა, მეორეს კი ყელში წაუჭირა ხელი. აგრეთვე, როგორც ქალი იხსენებს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრედმა ის შეანჯღრია და კედელს მიანარცხა. პიტი ჯოლის ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ "სრულ სიცრუეს" უწოდებს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა