"პუტინის რაზმების" კრასნოდარელმა აქტივისტებმა ვიდეომიმართვაში მოითხოვეს ამერიკელი არტისტების P. Diddy, Beyoncé და Jay-Z-ს შემოქმედების აკრძალვა რუსეთსა და ბელარუსში. ვიდეო ორგანიზაციის Telegram-არხზე გავრცელდა.
ამერიკელ მუსიკოს შონ კომბსის (P.Diddy), რომელიც ახლა დაპატიმრებულია, ტრეფიკინგში, სექსუალურ ძალადობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულებრივ საქმეებში იყვნენ ჩართულები მისი მეგობრები, რეპერი Jay Z და მომღერალი ბიონსე, თუმცა ამ დრომდე მათ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენიათ.
"გვაწუხებს, რაც ხდება ამერიკაში. რას აკეთებ, P. Diddy?! რით აღარ ყოფილხარ დაკავებული. კარგია, რომ ახლა დაიჭირეს, მაგრამ მისი მეგობრები Jay-Z და Beyoncé ჯერ კიდევ გარეთ არიან. P. Diddy ქალებს სექს მომსახურებისთვის ყიდდა, ბავშვებზე ძალადობდა. აწყობდა სხვადასხვა ღონისძიებებს, სადაც, როგორც ამბობენ, ბარაკ ობამაც იყო“, - განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა.
მეორე მონაწილემ აღნიშნა, რომ ადრე ის Beyoncé-ს სიმღერებს უსმენდა, მაგრამ ახლა მომღერლის შემოქმედების გამო კორვალოლის მიღება უწევს.
"მე მხარს ვუჭერ ჩვენს არტისტებს და არ მინდა ვხედავდე Beyoncé, P. Diddy და მათ მსგავს ადამიანებს. ჩვენთან უამრავი შესანიშნავი არტისტია" - აღნიშნა „პუტინის რაზმების“ აქტივისტმა.

მოძრაობის მონაწილეებმა მოითხოვეს P. Diddy, Beyoncé და Jay-Z-ის შემოქმედების აკრძალვა არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ბელარუსშიც, რადგან ეს მათი მოკავშირე სახელმწიფოა.
რეპერი P. Diddy 16 სექტემბერს დააპატიმრეს და ბრუკლინის ცენტრალური სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს. ადვოკატებმა მისი გირაოთი გამოშვება 50 მილიონ დოლარად მოითხოვეს, მაგრამ სასამართლომ განცხადება არ დააკმაყოფილა, რადგან არტისტი საზოგადოებისთვის საშიშად მიიჩნიეს.