საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რესტორანში სადილი 2.02%-ით გაძვირდა, თვიურმა გაძვირებამ კი 0.02% შეადგინა.
აგვისტოსთან შედარებით სექტემბერში ლუდის ფასი უცვლელი დარჩა, თუმცა წლიურ ჭრილში ფასები ბარში ლუდის ღირებულება 10.7%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბარში ყავის და ხაჭაპურის ღირებულება გაძვირებულია, თუმცა თვიურად ფასი იგივე დარჩა. კერძოდ, ყავა ერთ წელში 3.78%-ით, ხოლო ხაჭაპური 4.07%-ით არის გაძვირებული....წაიკითხეთ ასევე