ავტორი:

ბოლივიის ექსპრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - თინეიჯერი დაორსულდა და ბავშვი გააჩინა: სკანდალური საქმის დეტალები

ბოლივიის ექსპრეზიდენტს მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ - თინეიჯერი დაორსულდა და ბავშვი გააჩინა: სკანდალური საქმის დეტალები

ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. შემთხვევა რვა წლის წინ მოხდა, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი 15-16 წლის იყო.

  • არსებული ინფორმაციით, მოზარდი დაორსულდა და გოგონა გააჩინა.

ბავშვის დაბადების მოწმობაში კი მამად ჩაწერილია 64 წლის ევო მორალესი.

მორალესს ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობა 2006-2019 წლებში ეკავა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და საქმის მასალებიდან ზოგიერთი დეტალი მედიისთვის გახდა ცნობილი.

სკანდალური ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მორალესმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა:

  • "არც მიკვირს და არც ვნერვიულობ. ყველა ნეოლიბერალური ხელისუფლება, მათ შორის ამჟამინდელი, მემუქრებოდა, მდევნიდა, მაპატიმრებდა, ცდილობდა ჩემს მოკვლას. არ მეშინია! ვერ გამაჩუმებენ", - წერს ექსპრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა მორალესის დაპატიმრება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა ამ მოთხოვნაზე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.