ავტორი:

მასშტაბური სტიქია და ფოტოები ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, სადაც წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

მასშტაბური სტიქია და ფოტოები ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, სადაც წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ბოსნია და ჰერცეგოვინაში წყალდიდობის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სარაევოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იაბლანიცის რაიონში, მაშველები ათეულობით ადამიანს ეძებენ.

„არის სოფლები, რომლებიც ჯერ კიდევ მიუწვდომელია და არ ვიცით, იქ რას ვიპოვით“, - განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.