ავტორი:

"ბანკიდან აღებული მაქვს სესხი ოჯახის წევრის თავდებობით, რომელიც ვერ გადავიხადე..." -  წაართმევენ თუ არა თავდებს სახლს?

"ბანკიდან აღებული მაქვს სესხი ოჯახის წევრის თავდებობით, რომელიც ვერ გადავიხადე..." -  წაართმევენ თუ არა თავდებს სახლს?

თავდებობით აღებული სესხის გადაუხდელობის და გაპრობლემების შემდეგ, შეექმნება თუ არა თავდების ქონებას საფრთხე - ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრა“ სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში ლიცენზირებულ ადვოკატს გიორგი ქათამაძეს ესაუბრა.

  • ბანკიდან აღებული მაქვს სესხი ოჯახის წევრის თავდებობით, რომელიც ვერ გადავიხადე. უკვე 3 წელია გასული, გადაეცა პრობლემურს. ჯერჯერობით არაფერი არ არის დაყადაღებული და ჩვეულებრივ ვსარგებლობ საბანკო ბარათებით. ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ არის, თავდების სახელზე კი გაფორმებულია საცხოვრებელი სახლი. შეიძლება ამ სახლს პრობლემა შეექმნას? ხომ არ წაართმევენ თავდებს სახლს?

- რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, 3 წელი უნდა იყოს გასული მოთხოვნის წარმოშობიდან და არა სესხის ხელშეკრულების დადებიდან. ამასთან, სესხი თავისით ხანდაზმულად ვერ იქნება აღიარებული და ხანდაზმულობა სასამართლოს გზით უნდა დადგინდეს. თავდების პასუხისმგებლობა, როგორც წესი, არის სოლიდარული, ამიტომ თავდებიც ისეთივე პასუხისმგებელია, როგორიც ძირითადი მსესხებელი, ხოლო პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, იქნება ეს მოძრავი თუ უძრავი...წაიკითხეთ სრულად