ავტორი:

ბორჯომი-თბილისის გზაზე 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - როგორია მისი მდგომარეობა?

ბორჯომი-თბილისის გზაზე 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - როგორია მისი მდგომარეობა?

ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ინფორმაციას borjomi.tv ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.