ავტორი:

საჭმლის მომნელებელი სისტემა, კაცის სასქესო ორგანოები, ძვალკუნთოვანი სისტემა - რისი ოპერაცია გაკეთდა ყველაზე ხშირად გასულ წელს?

საჭმლის მომნელებელი სისტემა, კაცის სასქესო ორგანოები, ძვალკუნთოვანი სისტემა - რისი ოპერაცია გაკეთდა ყველაზე ხშირად გასულ წელს?

გასულ წელს, საქართველოში 173 229 ოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

ჩატარებული ოპერაციების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

საჭმლის მომნელებელი სისტემა და ელენთა - 32039

ძვალკუნთოვანი სისტემა - 21381

სამეანო პროცედურები -17991

გული და გულმკერდის მთავარი სისხლძარღვები -14969

კბილები, ყბები, პირის ღრუ და ხახა -14530

ქალის სასქესო ორგანოები -13560

შარდსასქესო სისტემა, კაცის სასქესო ორგანოები და რეტროპერიტონეალური სივრცე - 12067

ამასთან, გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ უწყებაში განმარტავენ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების უმრავლესობა ხვდება ე.წ. მძიმე უკმარისობების (გულის, თირკმლის, პოლიორგანული უკმარისობა და ა.შ) გამო, ხოლო თუ რომელი ძირითადი დიაგნოზით არის ეს მდგომარეობა გამოწვეული, აისახება მხოლოდ პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.