"ეს წინადადება დასახვეწია, სად არის საქართველოში ამდენი ავტობუსი“, - ასე ეხმაურება "ბიზნესპრესნიუსთან“ "დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს.
შეგახსენებთ, რომ როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).
"გაუგებრობაა ნამდვილი, ჯერ ერთი, სად არის ამდენი ავტობუსი? გვირაბს იქით ყველა ტერიტორია 150 კმ-ზე მეტითაა დაშორებული. ფაქტობრივად, ეს მოიცავს ყველა დიდ რეისს. სად არის საქართველოში იმდენი ავტობუსი, რომ რეგულარულად,.. წაიკითხეთ ვრცლად