თბილისში, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრებს თავს დაესხნენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ.
როგორც ბუჩუკური აცხადებს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. ასევე, ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი.