ავტორი:

"მძღოლებს საქართველოდან გაქცევა მოგვიწევს -ახლაც ცარიელები დავდივართ და ავტობუსებს როგორ შეავსებენ?" - მძღოლები მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე

"მძღოლებს საქართველოდან გაქცევა მოგვიწევს -ახლაც ცარიელები დავდივართ და ავტობუსებს როგორ შეავსებენ?" - მძღოლები მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე

"ავტობუსები არ გაამართლებს, ხარჯი ძალიან დიდი იქნება.. "მარშუტკებიც“ კი ცარიელები დავდივართ და ამხელა ავტობუსებს როგორ შეავსებენ?“ - ასე ეხმაურებიან დიდუბის ავტროსადგურში მძღოლები 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს.

შეგახსენებთ, რომ როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან“ დიდუბის ავტოსადგურში მომუშავე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, ახალი რეგულაცია მხოლოდ მგზავრებისთვის იქნება ხელსაყრელი. მათთვის კი დიდი პრობლემაა... წაიკითხეთ ვრცლად