ავტორი:

"აფეთქების ხმა გაისმა და..." - სტრასბურგში მატარებლიდან ევროპარლამენტარების ევაკუაცია განხორციელდა: რა არის ცნობილი მომხდარზე

"აფეთქების ხმა გაისმა და..." - სტრასბურგში მატარებლიდან ევროპარლამენტარების ევაკუაცია განხორციელდა: რა არის ცნობილი მომხდარზე

გაურკვეველი “აფეთქების” შედეგად სტრასბურგში მატარებლის ევაკუაცია მოხდა, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

  • სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლის ევაკუაცია, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, გაურკვეველი “აფეთქების” შემდეგ დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ, მატარებლის ლოკომოტივში მოხდა.

მედია წერს, რომ დანიელმა ევროპარლამენტარმა პელე გერსტენმა ვითარება აღწერა, როგორც “ქაოსური”.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა, როდესაც დეპუტატები სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალ Eurostar-ის მატარებელში იმყოფებოდა, რომელიც ევროპარლამენტმა დაჯავშნა.

  • ბელგიელი ევროპარლამენტარის, ემანუელ ფულონის თქმით, მან “აფეთქების" ხმა გაიგონა. მოგვიანებით, სტრასბურგის სარკინიგზო სადგურზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ.

ევროპარლამენტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ სარკინიგზო სადგურზე “ტექნიკური ინციდენტი” მოხდა და დეპუტატებისთვის ბრიუსელში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზებს ეძებენ. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ევროპარლამენტარებისთვის საღამოსთვის ორი მატარებელი დაიჯავშნა.