მაიკლ ჯექსონის შვილი, რომელიც საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. 22 წლის ბლანკეტ ჯექსონი - რომელიც ახლა ბიგი ჯექსონის სახელით არის ცნობილი - ხუთშაბათს კალაბასასში, კალიფორნიაში მარტო სადილობისას დაინახეს.
მაიკლ ჯექსონის 22 წლის ვაჟს გახუნებული Avengers-ის მაისური და მწვანე სპორტული შორტები ეცვა. ახალგაზრდას თმა შუაზე ჰქონდა გაყოფილი და წვერს ატარებდა.


ბლანკეტი თავის და-ძმასთან ერთად, პარისთან და პრინსთან არ დაფიქსირებულა.
სამი თვის წინ მუსიკის ლეგენდის ვაჟიშვილი ადგილობრივ სავაჭრო ცენტრ Target-ში საყიდლებზე შენიშნეს.

ბლანკეტი უფრო ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე მისი და-ძმა, რომლებიც ხშირად აზიარებენ ინფორმაციას სოციალურ მედიაში. უცნობია მისი დედის ვინაობაც.

პარისმა ცოტა ხნის წინ Instagram-ზე სამკაულების დიზაინი წარმოადგინა, ხოლო პრინსმა გამოხატა მწუხარება თავისი ბიძის, ტიტო ჯექსონის გარდაცვალების გამო.