ილონ მასკმა წარმოადგინა პირველი რობოტაქსი Cybercab, რომელიც ქუჩებში საჭის, პედლების და მძღოლის გარეშე გადაადგილდება.
მასკის თქმით, მასიური წარმოების დაწყება 2026 წელს იგეგმება.

მას შეუძლია 20 ადამიანის გადაყვანა.

“Robovan -ის წარმოება 2027 წლამდე დაიწყება,“ - განაცხადა ილონ მასკმა.
ხმაურიანმა მილიარდერმა პრეზენტაცია კალიფორნიაში, Warner Bros. Studios-ში გამართა. მასკი ღონისძიებაზე შავი ტყავის ქურთუკით გამოჩნდა. სტუმრებს სასმელით რობოტები უმასპინძლდებოდნენ.

მასპინძელმა პირობა დადო, რომ ავტონომიურად მართვად სისტემას Tesla -ს Model 3 და Model Y- შიც განათავსებს.
"ეს იქნება დიდებული მომავალი და გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, თავიდან აგვაცილებს დაზიანებებს, ”- განაცხადა მასკმა.
იხილეთ ასევე:
ახალი ეპოქის დასაწყისი: ვინ არის მილიარდერი, რომელიც ილონ მასკის SpaceX-მა ღია კოსმოსში გაიყვანა?