ავტორი:

"მუდრიკი კვარაცხელიას არ ჩამოუვარდება..." - რას ამბობს ცნობილი უკრაინელი მწვრთნელი მომავალ მატჩზე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე

"მუდრიკი კვარაცხელიას არ ჩამოუვარდება..." - რას ამბობს ცნობილი უკრაინელი მწვრთნელი მომავალ მატჩზე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე

ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობმა უკრაინელმა მწვრთნელმა ანდრეი დევჩენკომ ვრცელი ინტერვიუ Sport-express.ua-ს მისცა და რა გასაკვირია, საუბარი უკრაინასა და საქართველოს ნაკრების დღევანდელ დაპირისპირებას შეეხო.

  • მოგეხსენებათ, დემჩენკო ეროვნულ ლიგაში დიდი ხანი მუშაობდა, ჯერ გორის "დილას" წვრთნიდა, ბათუმის "დინამოდან" კი რამდენიმე დღეა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

"ვფიქრობ, ამ შეხვედრაში ჩემთვის ფავორიტის დასახელება რთული იქნება და ობიექტურობა გამიჭირდება, რადგან უკრაინელი ვარ და ჩემს ქვეყანას ვქომაგობ, მაგრამ სანიოლის გუნდი უფრო მიმზიდველად მეჩვენება და მიმაჩნია, რომ ფავორიტები სწორედ ქართველები არიან.

ქართველები ახლა უფრო და უფრო უმატებენ. მათ ძალიან კარგად ითამაშეს ევრო-2024-ზე, სადაც მერვედფინალში გავიდნენ, რასაც ცოტა თუ მოელოდა. სანიოლის ბიჭებმა ასევე ერთა ლიგა ორი გამარჯვებით იდეალურად დაიწყეს.

კვარაცხელია თუ მუდრიკი? - დღეს ხვიჩა მიხაილოზე რამდენიმე გოლით მაღლა დგას. ის უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეა, კვარაცხელია ბრილიანტია, მუდრიკი კი ისევ მხოლოდ ბრილიანტია.მას ჯერ კიდევ სჭირდება დახვეწა, წინ გაჭრა. მუდრიკი ისევ თავის თავს ეძებს, მაგრამ ხვიჩამ უკვე იპოვა, თუმცა ნიჭიერებით მუდრიკი კვარაცხელიას არ ჩამოუვარდება...განაგრძეთ კითხვა