ავტორი:

"ამდენი გაავებული ქალის ატანა რთულია, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა?  ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს" - შორენა ბეგაშვილი მიმართვას აქვეყნებს

"ამდენი გაავებული ქალის ატანა რთულია, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა?  ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს" - შორენა ბეგაშვილი მიმართვას აქვეყნებს

შორენა ბეგაშვილი წერს, რომ "ფეისბუქის" გაუქმება გადაწყვიტა. მიზეზი კი შეურაცხმყოფელი კომენტარებია, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა ფოტოებზე უწერენ.

  • აღნიშნულის შესახებ ბეგაშვილი პოსტს აქვეყნებს.

"არ მიყვარს პოსტების წერა მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიქნები მხოლოდ ინსტაგრამზე.

აქ, ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია.

ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ, როგორ გამოვიყურებოდე.

ამას კულტურულად ვწერ რეალურად რასაც მწერენ ნახავთ კომენტარებში, არ ვიცი რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს.

მოკლედ, ეს ჩემი ინსტაგრამი", - წერს შორენა ბეგაშვილი და თავისი ინსტაგრამის გვერდს აზიარებს.