ავტორი:

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის უმწვავესი განცხადება და კალაძის პასუხი: "ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში..."

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის უმწვავესი განცხადება და კალაძის პასუხი: "ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში..."

სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას, - ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა.

"სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.

ლიურმანის ინფორმაციით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ვითარება.

მისი განცხადების თარგმანი გერმანულიდან "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა.

ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას თბილისის მერმა კახა კალაძემ შემდეგი უპასუხა:

"დღეს ქართველ ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მათთვის სამწუხარო რეალობა. ამ ტიპის განცხადება უამრავი გვაქვს მოსმენილი და Zero, ნული, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს. არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი, ჩვეულებრივი კუბილიუსია კაბაში. ეს არის დღევანდელი ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ”, - განაცხადა კალაძემ.