ავტორი:

დიდი დარტყმა "ჰამასისთვის" - "ტოპ ტერორისტი", რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმა დაგეგმა, სავარაუდოდ მოკლულია: რა არის ცნობილი სინვარზე, ისრაელელ ჯარისკაცში გაცვლილი ტყვეზე

დიდი დარტყმა "ჰამასისთვის" - "ტოპ ტერორისტი", რომელმაც 7 ოქტომბრის თავდასხმა დაგეგმა, სავარაუდოდ მოკლულია: რა არის ცნობილი სინვარზე, ისრაელელ ჯარისკაცში გაცვლილი ტყვეზე

ისრაელმა სავარაუდოდ “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე იაჰია სინვარი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ისრაელის უშიშროების კაბინეტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის ამოწმებენ, არის თუ არა ღაზას სექტორში დაბომბვის შედეგად მოკლულ სამ ტერორისტს შორის “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდრომარე, იაჰია სინვარი. განცხადებაში აღინიშნება, რომ სახლში, სადაც მათ ტერორისტები მოკლეს, მძევლები არ იმყოფებოდნენ.

იაჰიას მოკვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა: “ყველა ტერორისტს მივწვდებით და მათ გავანადგურებთ”. მან ასევე გამოაქვეყნა “ჰამასის” სამხედრო ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის და “ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას ფოტოები, რომლებიც ისრაელმა უკვე მოკლა.

  • სწორედ სინვარი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაგეგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე და მოჰამედ დიეფთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციის ფაქტობრივ სამხედრო ლიდერს წარმოადგენდა.

ვინ არის იაჰია სინვარი,

იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზას სექტორში დაიბადა. ის არის ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია როგორც Majd. ფრთა მართავს შიდა უსაფრთხოების საკითხებს, იძიებს ეჭვმიტანილ ისრაელის აგენტებსა და თვალყურს ადევნებს ისრაელის დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს. სინვარი სამჯერ დააკავეს. 1988 წელს მესამე დაპატიმრების შემდეგ მას მიესაჯა ოთხი უვადო პატიმრობა.

"ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ორგანიზაციის ლიდერი სინვარი გახდა

თუმცა, ის იყო 1027 პალესტინელ და ისრაელელ არაბ პატიმარს შორის, რომელიც ისრაელმა ტყვედ მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2015 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა სინვარის სახელი “საერთაშორისო ტერორისტების“ შავ სიაში შეიტანა. სინვარი 2017 წელს დაინიშნა ჯგუფის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ღაზას სექტორში.

განათლება

61 წლის სინვარი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც აბუ იბრაჰიმი, დაიბადა ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში. მისი მშობლები წარმოშობით აშკელონიდან იყვნენ.

ის სწავლობდა ხან იუნის ვაჟთა საშუალო სკოლაში და მოგვიანებით დაამთავრა ღაზას ისლამური უნივერსიტეტი არაბული ენის ბაკალავრის ხარისხით.

ისრაელელებმა სინვარი პირველად 1982 წელს 19 წლის ასაკში “ისლამური საქმიანობისთვის“ დააკავეს, ხოლო მეორედ 1985 წელს. დაახლოებით ამ პერიოდში მან მოიპოვა ჰამასის დამფუძნებლის შეიხ აჰმედ იასინის ნდობა.

1987 წელს ჰამასის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ მან შექმნა შიდა უსაფრთხოების ორგანიზაცია ალ-მაჯდი - მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო. მოგვიანებით მისი ყოფილი თანამებრძოლები აცხადებდნენ, რომ ორგანიზაცია ალ-მაჯდი ისრაელთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი. სინვარს კი უამრავი ადამიანი სასტიკად ჰყავდა მოკლული.

სასტიკი დისციპლინა

როდესაც სინვარი ღაზაში დაბრუნდა, იგი მაშინვე მიიღეს ლიდერად. ეს დიდწილად განპირობებული იყო მისი, როგორც “ჰამასის“ დამაარსებლის პრესტიჟით, რომელმაც თავისი ცხოვრების ამდენი წელი ისრაელის ციხეებში გაატარა.

“ხალხს ეშინოდა მისი - ბოლოს და ბოლოს, ეს არის ადამიანი, ვინც საკუთარი ხელით კლავდა ხალხს. ის იყო ძალიან მოძალადე, აგრესიული და ამავე დროს ქარიზმატული“, - წერს bbc.2013 წელს აირჩიეს ჰამასის პოლიტბიუროს წევრად ღაზას სექტორში, 2017 წელს კი მისი ხელმძღვანელი გახდა.

ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების მრავალი ოფიციალური პირი თვლის, რომ სინვარის ციხიდან გათავისუფლება, როგორც ტყვეთა გაცვლის ნაწილი, საბედისწერო შეცდომა იყო.