ავტორი:

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე კლდის მასივი ჩამოიშალა - რა განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე კლდის მასივი ჩამოიშალა - რა განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე კლდის მასივის ჩამოშლის გამო დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს პერიოდში დაიწყება.