ავტორი:

აეროპორტმა ჩახუტებისთვის დროის ლიმიტი დააწესა - ახალ ზელანდიაში მიღებული უჩვეულო განაწესი

აეროპორტმა ჩახუტებისთვის დროის ლიმიტი დააწესა -  ახალ ზელანდიაში მიღებული უჩვეულო განაწესი

ახალ ზელანდიაში, ქალაქ დანიდინის აეროპორტი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ახალი წესი გამოაქვეყნა.

CNN -ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ შენობაში გამოჩნდა ბანერები,რომლითაც აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, ახლობლებს დროულად გამოემშვიდობონ.

ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ ზონაში ახლობლებთან დამშვიდობება და ჩახუტება 3 წუთზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

“ძვირფას ადამიანებთან გამოსამშვიდობებლად, გთხოვთ, გამოიყენოთ ავტოსადგომი", - აღნიშნულია განაწესში.

აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ დე ბონომ ამის შესახებ ახალი ზელანდიის RNZ რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მან გაიხსენა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 20 წამიანი ჩახუტება საკმარისია "სიყვარულის ჰორმონის“ გამომუშავებისთვის.