ავტორი:

"ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ნიკოლოზი დედას სკოლიდან გამოჰყავდა... მძღოლმა თვითდაზიანება მიიყენა" - რას ჰყვებიან ავარიაზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა

"ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ნიკოლოზი დედას სკოლიდან გამოჰყავდა... მძღოლმა თვითდაზიანება მიიყენა" - რას ჰყვებიან ავარიაზე, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა ქუჩაში ფეხით სახლისკენ მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. შეჯახება სამწუხაროდ, იმდენად ძლიერი იყო, რომ მოზარდი ადგილზე დაიღუპა, ასევე დაშავდა ნიკოლოზის დედა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მას მოტეხილობები აქვს.

  • გარდაცვლილი მოზარდი მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სალიაა, როგორც შევიტყვეთ, ბავშვი სკოლიდან სახლში დედას მოჰყავდა, როცა ეს საშინელი ფაქტი მოხდა. ადგილობრივების თქმით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. იმასაც ამბობენ, რომ თავად მძღოლმა, გია ჭკადუამ ამ ფაქტის შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ისიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

მოზარდის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, მას ექსპერტიზა უტარდება.

"სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას, რაც ახლა სოფელში ტრიალებს. საშინელი ტრაგედია მოხდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. გარდაცვლილი მოზარდი მესამე კლასელია, ნიკოლოზ სალია. დღეს ბავშვი ჩვეულებრივ სკოლაში იყო, ნიკოლოზი ჯვარის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც შევიტყვე, ბავშვს ხელი ჰქონია მოტეხილი და ამიტომ რამდენიმე დღე გააცდინა, გუშინ გამოსულა სკოლაში...წაიკითხეთ სრულად