ანთებითი პროცესები, მასთან დაკავშირებული ტკივილი და სხეულის სხვადასხვა ნაწილის შეშუპება — ეს ის პრობლემებია, რომლებმაც შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი შეაწუხოს, მაგრამ მათთან გამკლავების გზა არსებობს.
ბიფლაზიმი პრეპარატია, რომელიც ორგანიზმის ნებისმიერ არეალში გამოვლენილ ანთებას, მის თანმდევ უსიამოვნო შეგრძნებასა და შეშუპებას ებრძვის. ამ მედიკამენტისთვის იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ რითაა გამოწვეული ეს სიმპტომები, რადგან მისი მთავარი ამოცანა მათი აღმოფხვრაა, მიზეზების მიუხედავად.
რისგან შედგება ბიფლაზიმი
მაინც როგორ ახერხებს ეს მედიკამენტი, რომ ანთებით პროცესებსა და შეშუპებას ასე ეფექტიანად შეეწინააღმდეგოს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა ვიცოდეთ, რისგან შედგება ის, რადგან სხეულზე პრეპარატის სასარგებლო მოქმედებას სწორედ მასში არსებული ნივთიერებები განსაზღვრავს.
სანამ მათ გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ ბიფლაზიმი ტაბლეტის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც გარედან სპეციალური გარსითაა დაფარული. მასში ორი მთავარი აქტიური კომპონენტი გვხვდება, რომლებიც ანთებასთან, ტკივილთან და შეშუპებასთან ბრძოლისას წინა ხაზზეა და პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ესენია: 300 ერთი BP (14 მიკროკატალი) ქიმოტრიფსინი და 300 ერთი BP (5 მიკროკატალი) ტრიფსინი.
რა თქმა უნდა, მათ, ამგვარი ეფექტიანობის მიუხედავად, მარტო ბრძოლა გაუჭირდებოდა, რომ არა დამხმარე ნივთიერებები. შესაბამისად, ბიფლაზიმის შედგენილობაში სხვა კომპონენტებიცაა. ესენია: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი და სეპისპერსი ცისფერი K1009.
როდის მიიღება ბიფლაზიმი
ახლა, როცა უკვე ვიცით, როგორი შედგენილობა აქვს პრეპარატ ბიფლაზიმს, ისიც გავიგოთ, თუ როდის გამოიყენება ის. აქვე გეტყვით, რომ მისი მიღება მხოლოდ ექიმის თანხმობის შემდეგაა რეკომენდებული, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე სპეციალისტს უნდა გაესაუბროთ. ის დაგიდასტურებთ, გჭირდებათ თუ არა ბიფლაზიმი და რამდენად მოაგვარებს ეს წამალი თქვენს ჯანმრთელობის პრობლემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითნებურად მიღებისას, შესაძლებელია, ორგანიზმს ავნოთ.
როგორც უკვე ვახსენეთ, ბიფლაზიმი პაციენტებს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ანთებისა და შეშუპებისას ენიშნებათ. აქედან გამომდინარე, ეს პრეპარატი მკურნალობისთვის ან პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა სამედიცინო სფეროში გამოიყენება. აი ჩამონათვალიც:
და ბოლოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიფლაზიმი ანთების კერაში მოხვედრისას იქ არსებულ ქსოვილში ანტიბიოტიკების გახსნას აუმჯობესებს. ანტიბიოტიკების დიფუზიის მხრივ ის ყველაზე ეფექტიანი ყელ-ყურ-ცხვირის, ფილტვების, ბრონქებისა და პირის ღრუს არეშია.
R