ავტორი:

ჩარლზ დიკენსის "მძიმე დროება“, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა, 28 ოქტომბრიდან სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი!

ჩარლზ დიკენსის "მძიმე დროება“, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა, 28 ოქტომბრიდან სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი!

28 ოქტომბრიდან, "პალიტრა L"-ის პოპულარული სერიის - "15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში, დიკენსის ცნობილი რომანი "მძიმე დროება" გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს რომანი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე (მთარგმნელი ზაზა ჭილაძე).

ჩარლზ დიკენსის რომანი „მძიმე დროება“ („Hard Times“) ავტორის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც მკითხველს აძლევს ღრმა მესიჯს ინდუსტრიული რევოლუციისა და მისი გავლენის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე. რომანი პირველად 1854 წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიპოვა აღიარება. დიკენსმა ამ ნაწარმოებში მკაცრად გააკრიტიკა იმდროინდელი ინდუსტრიული ინგლისი. დიკენსი ლიტერატურული ფორმით ზუსტად და ამაღელვებლად აღწერს ამ პერიოდში ეკონომიკური და ტექნოლოგიური წინსვლისგან გამოწვეულ ადამიანურ გრძნობათა უგულებელყოფას, რაც მკითხველისთვის აქტუალურ და ღირებულ საკითხებად რჩება დღევანდელობაშიც. რომანში მოქმედება ვითარდება გამოგონილ ქალაქ „კოკეტაუნში“, რომელიც წარმოადგენს ინდუსტრიული ინგლისის არქეტიპს.

გამოსვლიდან ორი კვირის განმავლობაში, წიგნი ხელმისაწვდომი იქნება სპეციალურ ფასად - 10 ლარად.

შეგახსენებთ, რომ სერიის "15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში გამოსულია შემდეგი წიგნები:

  1. ანე ფრანკი - უკანა სახლი, დღიური წერილების სახით;
  2. მარგარეტ ეტვუდი - მხევლის წიგნი;
  3. ალექსანდრე დიუმა - ქალი ხავერდის ყელსაბამით;
  4. კაზუო იშიგურო - არასოდეს გამიშვა;
  5. პოლ ოსტერი - ნიუიორკული ტრილოგია;
  6. ჰენრიკ სენკევიჩი - ვიდრე ჰხვალ?
  7. კურტ ვონეგუტი - სასაკლაო 5
  8. ფრანც კაფკა - პროცესი;
  9. ჰომეროსი - ილიადა;

წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიებსა და პრესის ჯიხურებში.

სერიის გამოსაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ვებგვერდს: palitral.ge/subscriptions/81

R