ავტორი:

რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე დარჩა - არ გამოგრჩეს ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2025"

რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე დარჩა - არ გამოგრჩეს ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2025"

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025“ რეგისტრაციის ვადა 1-ელ ნოემბერს იწურება. ეს გახლავთ „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსი, რომელიც უკვე მეშვიდედ ტარდება. კონკურსის ფარგლებში გამოცემულია რამდენიმე ათეული წიგნი, რომლებმაც ფართო საზოგადოების ინტერესი და სიყვარული დაიმსახურეს. რამდენიმე მათგანი კი წლების განმავლობაში არ თმობს წიგნის მაღაზიების ბესტსელერების პოზიციას.

როგორც გამომცემლობაში აღნიშნავენ, კონკურსის მიმართ ინტერესი ამჯერადაც საკმაოდ მაღალია და უკვე არაერთი განაცხადია რეგისტრირებული. კონკურსზე მიიღება როგორც რომანი, ასევე მოთხრობების კრებული. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ ნაწარმოები მანამდე გამოქვეყნებული არ იყოს.

მონაწილეობის მსურველებმა პირად ინფორმაციასთან ერთად მითითებულ მეილზე უნდა გაგზავნონ საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი და რომანის შემთხვევაში - ნაწარმოების დასაწყისი 20-30 გვერდი, პროზაული კრებულის შემთხვევაში კი - 2-3 მოთხრობა.

შემოსულ ნაწარმოებებს შეაფასებს მხოლოდ ჟიური და შეადგენს მეორე ტურში გადასულების სიას, რომლებიც 13 იანვარს აიტვირთება „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე და ხმის მიცემის პროცესში მკითხველიც ჩაერთვება. ხმის მიცემა დაიწყება დასრულდება 30 იანვარს, 31 იანვარს კი გამოცხადდება მაქსიმუმ 3 გამარჯვებული. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ კონკურში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 21 წელი.

R