"დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ დაარწმუნა თანამოქალაქეები ევროპული ღირებულებების მომხიბვლელობაში.
"ახლა კი, არჩევნების შემდეგ, რომელმაც კვლავ მოუტანა გამარჯვება "ქართულ ოცნებას“, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება თავად ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ქართველი ხალხის განწყობებს?!“ – აღნიშნა პუშკოვმა.