ავტორი:

ოქროს ფასი რეკორდებს ხსნის, ძვირდება ვერცხლიც - რა არის ამის მიზეზი?

ოქროს ფასი რეკორდებს ხსნის, ძვირდება ვერცხლიც - რა არის ამის მიზეზი?

მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასმა 2 750 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 11:30 საათზე ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 2 755 დოლარია, რაც წლიურად 37.45%-იანი ზრდაა, თვიურად კი ოქრო 4.08%-ით არის გაძვირებული.

ოქროსთან ერთად, ძვირდება ვერცხლიც. ბირჟებზე ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლი 33.95 დოლარი ღირს, რაც წინა წელთან შედარებით 45.15%-ით მეტია, ერთთვიან ჭრილში კი ვერცხლი 8.23%-ით არის გაძვირებული.

აღსანიშნავია, რომ ოქროზე ფასის ზრდა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის მიწურულს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ - FED, რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შეამცირა. მანამდე ტრეიდერები პროგნოზირებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებდა, ის ოქროს მხარდაჭერას გამოიწვევდა, რაც რეალურად მოხდა კიდეც. ოქროში ინვესტიციების ზრდის ძლიერი არგუმენტებია, ასევე, მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეშფოთება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და საფონდო ბირჟის ცვალებადობა-არამდგრადობის სავარაუდო ზრდა. მაშინ გამოითქვა პროგნოზი, რომ ოქროს ფასი 2 700 დოლარამდეც კი გაიზრდებოდა. გააგრძელეთ კითხვა