რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციური ჯგუფების ლიდერები არიან შეკრებილი, გაზი გაუშვეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერებმა სცენიდან განაცხადეს.
"გაზი გამოუშვა ვიღაცამ აქ, ზემოთ, საშინელი გაზის სუნია, მხუთავი გაზის,” - თქვა ლაშა ბაქრაძემ.
"გაზი რომ არაფერია ჩვენთვის, ამათმა კი იციან, ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ“, - თავის მხრივ მიმართა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს.